ფარცხალაძის კომენტარი - კვირის პალიტრა

ფარცხალაძის კომენტარი

მომავალი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე გამოეხმაურა ზოგიერთი მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, მან ზემოხსენებულ თანამდებობაზე წარდგენამდე 3 დღით ადრე ვერაზე ბინა შეიძინა. ფარცხალაძემ დაადასტურა, რომ 150 კვმ ფართობის სამოთახიანი ბინა ვერაზე 5 ნოემბერს შეიძინა. "ავიღე ათწლიანი კრედიტი, 100 ათასი დოლარის ეკვივალენტი ლარში. ბინა, რომელზეც ლაპარაკია, მდებარეობს დაახლოებით 15 წლის წინ აშენებულ კორპუსში და ურემონტოა. ამის დამალვას არც ვაპირებდი, ბინა ჩემს სახელზეა და მომავალი წლის დეკლარაციაში აუცილებლად აისახება", - განაცხადა ოთარ ფარცხალაძემ.