გაფიცვა "საქართველოს რკინიგზაში "
18-11-2013
14 ნოემბერს ახალი პროფკავშირების ინიციატივით, რკინიგზელთა ნაწილი გაიფიცა. ისინი სოციალური და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვდნენ. თუმცა "საქართველოს რკინიგზა" მუშაობას მაინც აგრძელებდა - გარკვეული შეფერხება მხოლოდ სატვირთო შემადგენლობების მოძრაობის გრაფიკს შეეხო. საბოლოოდ, ახალი პროფკავშირების წარმომადგენლები "საქართველოს რკინიგზის" დირექტორთა საბჭოს შეხვდნენ. 6-საათიანი შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ გაფიცულთა თითქმის ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდა და გაფიცვა შეწყდა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით