ინტერპოლი კეზერაშვილსა და ადეიშვილს ეძებს - კვირის პალიტრა

ინტერპოლი კეზერაშვილსა და ადეიშვილს ეძებს

ინტერპოლმა თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი და იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი საერთაშორისო ძებნილთა სიაში შეიყვანა. მათზე ძებნა წითელი ცირკულარით გამოცხადდა. კეზერაშვილს ბრალად ედება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რომლებიც იგულისხმება: სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება, საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადმოტანა ორგანიზებული ჯგუფის მიერ, ფულის გათეთრება, მითვისება და გაფლანგვა. ადეიშვილს კი ბრალად ედება - სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა, დანაშაულის პროვოკაცია, მტკიცებულების ფალსიფიკაცია. კეზერაშვილი საფრანგეთში რამდენიმე კვირის წინ დააკავეს. ადეიშვილი კი, სავარაუდოდ, თავს უნგრეთს აფარებს. ამასთან, დეპუტატ ეკა ბესელიას ცნობით, მიხეილ სააკაშვილი ადეიშვილისა და კეზერაშვილის საერთაშორისო ძებნილებად გამოცხადებას ლობისტების მეშვეობით ხელს უშლიდა.