გვარამია და ხეთაგური გაამართლეს - კვირის პალიტრა

გვარამია და ხეთაგური გაამართლეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ განათლებისა და იუსტიციის ყოფილი მინისტრი, "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური, "თელასის" ყოფილი გენერალური დირექტორი დევი კანდელაკი და მათთან ერთად ბრალდებული პირები უდანაშაულოდ ცნო. ასევე, მათ გირაოს თანხა დაუბრუნდებათ. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და პროკურატურის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ან დანაშაულის შენიღბვის მიზნით ოფიციალური და საგადასახადო დოკუმენტების გაყალბების ბრალდებით, გასული წლის დეკემბერში 6 პირი დააკავეს, მათ შორის ალექსანდრე ხეთაგური და ნიკა გვარამია. გვარამიას, ხეთაგურს, ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილე კახა დამენიასა და კანდელაკს აღმკვეთ ღონისძიებად 30-30 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეეფარდათ.