ვინ წავა სოჭში
18-11-2013
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა რუსეთის პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა, რომ სოჭის ოლიმპიურ თამაშებზე ქართველ სპორტსმენთა მხარდასაჭერად სახელმწიფოს მეთაურთა წასვლის საკითხი განიხილება. მისივე თქმით, ოლიმპიადაზე ქართველი სპორტსმენების გამგზავრება კარგი დასაწყისია იმისთვის, რომ არ შეიქმნას რაიმე პოლიტიკური დაძაბულობა. როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, ქართული მხარე იმედით უყურებს სოჭის ოლიმპიადას, რადგანაც სპორტული და კეთილი ნების ემოცია დასაბამს მისცემს გარკვეული სახის ახალ ურთიერთობებს არა მხოლოდ რუსეთში, არამედ მთელ მსოფლიოში (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით