"ქართველი კეთილი გულით გამოირჩევა" - კვირის პალიტრა

"ქართველი კეთილი გულით გამოირჩევა"

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სიკეთის მნიშვნელობაზე იქადაგა და ბრძანა, რომ ადამიანი ყველაზე დიდი საუნჯეა და იგი უნდა იყოს ტაძარი სულისა წმიდისა. "სამწუხაროა, რომ ყოველი ადამიანი არ არის ტაძარი სულისა წმიდისა. ზოგიერთი არის სამყოფელი ბოროტი სულისა, მაგრამ ჩვენ იმედით ვუყურებთ მომავალს. წარსულში ჩვენმა ხალხმა დიდი ბრძოლა გამოიარა, მაგრამ ღვთის შეწევნით, მორწმუნე და გამარჯვებული დარჩა. ჩვენი ხალხი ბრძოლაშია, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ "ბოროტსა სძლია კეთილმან". სიკეთე ყოველთვის იმარჯვებს", - ბრძანა უწმინდესმა.

პატრიარქმა კომუნისტური მმართველობის პერიოდი გაიხსენა და აღნიშნა, რომ მაშინ, როცა ეკლესია იდევნებოდა, მასთან ხშირად მიდიოდნენ მთავრობის წარმომადგენლები: "წასვლისას ჩუმად მეტყოდნენ, გულში მორწმუნე ვარო. ეს უკვე ბევრს ნიშნავდა. მთავარია ადამიანის გული, ამიტომაც ბოროტს მუდამ შურს ჩვენი. ქართველი ადამიანი კეთილი გულით გამოირჩევა, მაგრამ ცუდის კეთებაც ვიცით, ცოდვები უცხო არ არის ჩვენთვის, თუმცა სიკეთე მუდამ პირველ რიგშია და მადლობა უფალს ამ მადლისთვის" (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).