ნარმანია მერობის კანდიდატია
"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭომ თბილისის მერობის კანდიდატად ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია დაასახელა.
"სადაც ქვეყნისთვის იქნება საჭირო, მზად ვარ, იქ ვიყო. შესაბამისად, მერის არჩევნებში მონაწილეობას მივიღებ", - განაცხადა ნარმანიამ. თბილისის მერის არჩევნები 2014 წლის შემოდგომაზე გაიმართება.