"დაკავებების ახალ ტალღას არ გამოვრიცხავ" - კვირის პალიტრა

"დაკავებების ახალ ტალღას არ გამოვრიცხავ"

"ნაციონალური მოძრაობის" აღმასრულებელი მდივანი, დეპუტატი მიხეილ მაჭავარიანი მთავარი პროკურორის პოსტზე ოთარ ფარცხალაძის დანიშვნით დაკავებების ახალი ტალღის დაწყებას ელის. "არის ინფორმაციაც და მოლოდინიც, რომ რაღაცებს აპირებენ, თუმცა ვნახოთ, რა იქნება. პარტიამ უკვე გაიარა ის, რომ ვანო მერაბიშვილი და ბაჩო ახალაია ციხეში არიან, ზურა ჭიაბერაშვილზე საქმეა აღძრული, დაიკითხნენ ხათუნა კალმახელიძე, დიმიტრი შაშკინი. 6 ათასამდე აქტივისტმა გასაუბრება გაიარა პროკურატურაში თუ საგადასახადო ორგანოში. გვყვანან რეკორდსმენებიც, რომლებიც ექვსჯერ და შვიდჯერ არიან ნამყოფი დაკითხვაზე. ველოდებით ახალი ტალღის დაწყებას, რადგან ჩვენი ოპონენტები არ თვლიან, რომ ასეთი სახის ოპოზიცია მათთვის სასარგებლოა", - განაცხადა მაჭავარიანმა.