"ჭიკაიძე დამარბეველი არ ყოფილა" - კვირის პალიტრა

"ჭიკაიძე დამარბეველი არ ყოფილა"

საპარლამენტო უმცირესობისა და ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრაზე "ნაციონალი" დავით საყვარელიძე დაინტერესდა, როგორ აფასებს ღარიბაშვილი იმას, რომ 26 მაისის აქციის დარბევისას ალექსანდრე ჭიკაიძე რუსთაველის პროსპექტზე იმყოფებოდა. ღარიბაშვილმა დაადასტურა, რომ 26 მაისს ჭიკაიძე პროსპექტზე მართლაც იყო, თუმცა აცხადებს, რომ ის "დამარბეველი არ ყოფილა". "ლექსო მაშინ სამინისტროში მუშაობდა. ის 26 მაისს თავის მოვალეობას ასრულებდა. ეს ლექსოსაც არ დაუმალავს, თუმცა ის არ იყო დამარბეველი. ვერ გავიგე  ლექსოსთან რა კითხვა არსებობს. ჩვენ ვისაც ბრალი წარვუდგინეთ, ესაა ვანო მერაბიშვილი. გამოძიებას კითხვები აქვს არა დარბევაში მონაწილე პოლიციელებთან, არამედ ბრძანების გამცემებთან", - განაცხადა ღარიბაშვილმა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).