ნაცვლიშვილი შოთაძემ შეცვალა
25-11-2013
ახალმა მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ მუშაობა საკადრო ცვლილებებით დაიწყო. თანამდებობა დატოვა მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილმა. ის ირაკლი შოთაძემ შეცვალა, რომელიც ფარცხალაძესთან ერთად ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მუშაობდა. ასევე, თბილისის პროკურორის თანამდებობაზე მაია მწარიაშვილის ნაცვლად მიხეილ შავყულაშვილი იმუშავებს. არსებული ინფორმაციით, პროკურატურაში სხვა საკადრო ცვლილებებიც იგეგმება.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით