"მტრობა წარსულში დარჩა" - კვირის პალიტრა

"მტრობა წარსულში დარჩა"

პრაღაში  გაიმართა საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილის გრიგორ კარასინის მორიგი შეხვედრა. აბაშიძის თქმით, მხარეებმა დიალოგის ერთი წელი შეაჯამეს და სხვა თემებთან ერთად, განიხილეს საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივების საკითხი. "დავადასტურეთ, რომ საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გამოთქვამენ მზადყოფნას კვლავაც განაგრძონ რუსეთთან დიალოგი", - აღნიშნა აბაშიძემ. კარასინის თქმით კი, "მანიაკური მტრობა, რომელსაც აღვივებდა საქართველოს წინა მთავრობა, წარსულში დარჩა" და მხარეებს წინ ელოდება ერთობლივი გადაწყვეტილებების ძიების კონსტრუქციული პერიოდი, რომელიც დაეფუძნება ორივე მხარის ინტერესებს.