"24-საათიან რეჟიმში ვიმუშავებთ"
25-11-2013
"24-საათიან რეჟიმში ვიმუშავებთ"
პარლამენტმა ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობასა და სამთავრობო პროგრამას 93 ხმით 19-ის წინააღმდეგ ნდობა გამოუცხადა.  მთავრობის შემადგენლობაში მხოლოდ ერთი ცვლილებაა - შს მინისტრის პოსტი ალექსანდრე ჭიკაიძემ დაიკავა. მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების შემდეგ, პრემიერმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს. მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებამდე, ღარიბაშვილი საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას შეხვდა. განსაკუთრებულად მწვავედ "ნაციონალი" დეპუტატებისა და ღარიბაშვილის შეხვედრამ ჩაიარა. დეპუტატებთან შეხვედრისას ღარიბაშვილმა საინტერესო განცხადებები გააკეთა. კერძოდ, მისი თქმით, უახლოეს ხანში მოსახლეობა გაიგებს, თუ როგორ
იკარგებოდნენ ადამიანები უგზო-უკვლოდ და რა ბედი ეწიათ მათ (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით