"ვილნიუსის სამიტზე კარგი შედეგით მივდივართ" - კვირის პალიტრა

"ვილნიუსის სამიტზე კარგი შედეგით მივდივართ"

"ვილნიუსის სამიტზე ჩვენ უაღრესად კარგი შედეგით მივდივართ, -  განაცხადა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, - ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველო არის ევროპის განუყოფელი ნაწილი და კარგი საბუთებიც გვაქვს ამის დასამტკიცებლად ბოლოდროინდელი პოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე. ჩვენ ამაზე გავაკეთებთ აქცენტს და ასევე ვისაუბრებთ სამომავლო გეგმებზე, რომელიც გვაქვს ასოცირების პარაფირებიდან ხელმოწერამდე", - განაცხადა მარგველაშვილმა. ჟურნალისტების კითხვაზე, ასოცირების შეთანხმებასთან დაკავშირებული  უკრაინის მაგალითი რამდენად შესაძლებელია, საქართველოზეც აისახოს, გიორგი მარგველაშვილმა უპასუხა: "ქართველი საზოგადოება და პოლიტიკური სპექტრი ერთიანი არიან იმ ხედვაში, რომ საქართველო ევროპული ოჯახის წევრია".