საქართველო გამთლიანდება
25-11-2013
საქართველო გამთლიანდება
უწმინდესმა და უნეტარესმა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ გიორგობის დღესასწაულზე სვეტიცხოველში წირვის შემდეგ ბრძანა, რომ წმინდა გიორგისა და ღვთისმშობლის ლოცვებით საქართველო გამთლიანდება, დაგვიბრუნდება აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი. "უნდა გადავხედოთ, რა არის ჩვენი ცხოვრება, ვინ ვართ ჩვენ, რა გაგვაჩნია, საიდან მოვდივართ და საით მივდივართ, როგორ ვხედავთ ჩვენს მომავალს. ჩვენ არ უნდა დავემსგავსოთ მთიდან დაგორებულ ლოდს. საქართველო უმდიდრესი ქვეყანაა და ეს უმთავრესად სულიერებაში გამოიხატება. ჩვენი ენა, კულტურა, სარწმუნოება უდიდესი საუნჯეა, რომელიც არ უნდა
დავკარგოთ. წმინდა გიორგის ლოცვით საქართველო შეინარჩუნებს ამას", - ბრძანა პატრიარქმა. უწმინდესმა ამბიონზე მიიწვია ტაძარში მყოფი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი. როგორც პრემიერმა ბრძანა, წმინდა გიორგი სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვების სიმბოლოა და სიკეთე უსურვა საქართველოს. კათოლიკოს-პატრიარქმა კი ირაკლი ღარიბაშვილს მინანქრის წმინდა გიორგის გულსაკიდი ხატი აჩუქა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით