ახალი საგზაო რეგულაციები
02-12-2013
პარლამენტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომლის თანახმად, ნასვამ მძღოლებს ფულადი ჯარიმა კი არ დაეკისრებათ, არამედ მართვის მოწმობა 6 თვით ჩამოერთმევათ. იმავეს გამეორების შემთხვევაში მძღოლი 700 ლარით დაჯარიმდება და მართვის მოწმობა ერთი წლით ჩამოერთმევა. ხოლო თუ მძღოლი ნასვამ პირს მანქანას სამართავად გადასცემს, პირველ ჯერზე 1.000 ლარით, მეორე ჯერზე კი 1.500 ლარით დაჯარიმდება. ამასთან, უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთაზე დაწესებული ჯარიმები განახევრდა - 100 ლარის ნაცვლად 50 ლარი იქნება. სამაგიეროდ, ქვეითები საგზაო წესების დარღვევისთვის 3
ლარის ნაცვლად, 10 ლარით დაჯარიმდებიან. ახალი რეგულაციების მიხედვით, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების განკარგულების ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაზე ადმინისტრაციული სანქცია გახუთმაგდა და 400-დან 2.000 ლარამდე გაიზარდა. 2.000 ლარამდე ჯარიმა ან 15-დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა ელოდება პირს მათი სიტყვიერი შეურაცხყოფის შემთხვევაში.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით