ჭელაში მინარეთი აღადგინეს - კვირის პალიტრა

ჭელაში მინარეთი აღადგინეს

ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში მინარეთი ისევ აღმართეს, რაშიც ადგილობრივი მოსახლეობაც მონაწილეობდა. პროცესს სამართალდამცავები აკონტროლებდნენ. სოფელში მინარეთის აღმართვას აპროტესტებდნენ მართლმადიდებელი სასულიერო პირები, მრევლი, რომლებიც საქართველოში თურქული ექსპანსიის მოსალოდნელ გაძლიერებაზე საუბრობდნენ. საპროტესტო აქცია ინციდენტის გარეშე დასრულდა. სოფელ ჭელის მეჩეთის მინარეთის დემონტაჟი 26 აგვისტოს შემოსავლების სამსახურის ბრძანების საფუძველზე განხორციელდა. დემონტაჟისას ადგილობრივ მოსახლეობასა და სამართალდამცველებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. მინარეთი ექსპერტიზისთვის თბილისში იყო გადატანილი იმ მოტივით, რომ მისი განბაჟებისას კანონი დაირღვა. შემდეგ კი სოფელ ჭელასთან ნეიტრალურ ტერიტორიაზე განთავსდა. (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).