შეწყალების კომისიის ახალი შემადგენლობა - კვირის პალიტრა

შეწყალების კომისიის ახალი შემადგენლობა

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შეწყალების კომისიის ახალი შემადგენლობა წარადგინა. კომისიას ჟურნალისტი ალეკო ელისაშვილი უხელმძღვანელებს, მის შემადგენლობაში  შევლენ კახა კოჟორიძე, თამარ ხიდაშელი, ლია მუხაშავრია, ბასა ჯანიკაშვილი, უჩა ნანუაშვილი, მიტროპოლიტი მამა თეოდორე, ეკა ბოკუჩავა, გივი შაჰნაზარი და ფსიქოლოგი თეა გოგოტიშვილი. ელისაშვილის განცხადებით, კომისია შეეცდება, რომ შესაწყალებელ პატიმართა სიები ახალ წლამდე მოამზადოს. (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).