მარგველაშვილი ოლანდს შეხვდა - კვირის პალიტრა

მარგველაშვილი ოლანდს შეხვდა

ვილნიუსის სამიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თავის ფრანგ კოლეგას, ფრანსუა ოლანდს შეხვდა. მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ოლანდს, საფრანგეთის მიერ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში, ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის, აუღიარებლობის პოლიტიკასა და სხვა სფეროებში გაწეული თანადგომისა და დახმარებისათვის. მარგველაშვილმა აღნიშნა ის მნიშვნელოვანი როლი, რომელიც საფრანგეთმა შეასრულა 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოსადმი განხორციელებული სამხედრო აგრესიის პერიოდში. მხარეებმა ასევე ისაუბრეს თანამშრომლობის გაღრმავებაზე ბიზნესის, ვაჭრობის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, თავდაცვის, მიგრაციის, დანაშაულთან ბრძოლისა და სხვა სფეროებში.