სააკაშვილი კიევში
09-12-2013
სააკაშვილი კიევში
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კიევში ჩავიდა და მომიტინგეებს სოლიდარობა გამოუცხადა. "აქ მიმდინარეობს ევროპის დიდი გეოპოლიტიკური დრამა. ჩვენ თვალწინ ხდება უკრაინის ბანდიტური მიტაცება. იპყრობენ დიდ ევროპულ ქვეყანას ყველაზე საზიზღარი მეთოდებით და ამას არა მხოლოდ უკრაინისთვის ექნება ცუდი შედეგი, არამედ მთელი ევროპისთვის. 2008 წელს ბუქარესტში ნატოს სამიტზე, რომელსაც მეც ვესწრებოდი, პუტინმა თქვა, რომ უკრაინა არ არის ქვეყანა, ეს არის ტერიტორია. მას შემდეგ ამას იმეორებს ყველა შეხვედრაზე და არა მხოლოდ იმეორებს, ახორციელებს
კიდეც. ახლა გაჩნდა ახალი რუკა, სადაც უკრაინა ორ ნაწილად არის გახლეჩილი - აღმოსავლეთ და დასავლეთ უკრაინად. ეს არის ბლეფი, რომელსაც რუსეთი თავზე ახვევს დასავლეთს. ამასთან, ეს არის მზადება უკრაინის გახლეჩისთვის. საქართველოს მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსეთი ტყუილად არაფერს ამბობს, თუ იმუქრება, ასრულებს კიდეც", - განაცხადა
სააკაშვილმა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით