ჩხატარაშვილი დააკავეს
09-12-2013
ჩხატარაშვილი დააკავეს
ყოფილი მთავარი პროკურორის მურთაზ ზოდელავას პირველი მოადგილე დავით ჩხატარაშვილი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავეს. "გამოძიებამ დაადგინა, რომ 2012 წლის სექტემბერში იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა ზურაბ ადეიშვილმა და მთავარი პროკურორის ყოფილმა პირველმა მოადგილემ დავით ჩხატარაშვილმა შეიტყვეს, რომ სასჯელაღსრულების რვა დაწესებულებაში გადაიღეს პატიმრების ცემისა და წამების ამსახველი ვიდეომასალა. იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა და დავით ჩხატარაშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სხვადასხვა მაღალჩინოსანთან ერთად ამავე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში რამდენიმე პატიმარი შეურაცხყვეს, რაც მიზნად ისახავდა საზოგადოებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებას,
თითქოსდა სახელმწიფო საგამოძიებო სტრუქტურებმა დროულად გამოავლინეს პატიმრების ცემისა და შეურაცხყოფის ფაქტები. სწორედ დავით ჩხატარაშვილის ორგანიზებითა და დახმარებით სცემდნენ და ამცირებდნენ პატიმრებს. გრძელდება გამოძიება სხვა დამნაშავე პირების დასადგენად", - აცხადებენ პროკურატურაში.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით