პასუხი ლავროვს - კვირის პალიტრა

პასუხი ლავროვს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებით, მოსკოვი იმედოვნებს, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის საკითხი დღის წესრიგში დადგება.

საპასუხოდ მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ ქართული მხარე სიამოვნებით აღადგენს რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობას, თუ მოსკოვი ორ პირობას შეასრულებს: პირველი - მოახდენს ქვეყნის დეოკუპაციას და მეორე - უკან წაიღებს აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის აღიარებას.