კორუფციის ინდექსი - კვირის პალიტრა

კორუფციის ინდექსი

ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობის" 2013 წლის კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველო 177 ქვეყანას შორის 55-ე ადგილზეა. გასულ წელთან შედარებით, საქართველოს მაჩვენებელი ოთხი პუნქტით გაუარესდა. 2013 წლის კვლევაში საქართველომ 100-ქულიან სკალაზე 55 ქულა მიიღო. კვლევაში ნული ნიშნავს ძალზე კორუმპირებულს, ხოლო 100 - ძალზე სუფთა საჯარო სექტორს.

კორუფციის აღქმის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 2013 წელს დანიაში, ახალ ზელანდიაში, ფინეთსა და შვედეთში დაფიქსირდა. რეიტინგის ბოლოში არიან სომალი, ჩრდილოეთი კორეა, ავღანეთი და სუდანი.