ჰამერბერგს ე.წ. ქურდების ინსტიტუტი აშფოთებს - კვირის პალიტრა

ჰამერბერგს ე.წ. ქურდების ინსტიტუტი აშფოთებს

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, თომას ჰამერბერგის განცხადებით, წარსულში ჩადენილი შეცდომები აღარ უნდა განმეორდეს: "არსებობდა სისტემური პრობლემები სასამართლოში. პროკურატურის უფლებები გადამეტებული იყო. საპროცესო გარიგებების სისტემას ბოროტად იყენებდნენ. ციხეები გადაიტვირთა. ეს ყველაფერი უნდა ვაღიაროთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. უმთავრეს პრობლემად მიმაჩნია ის, რომ მმართველი პარტიის ხელმძღვანელებსა და სახელმწიფო მმართველობას შორის არ არსებობდა გამყოფი ხაზი. მე საჩივრებს სწორედ ამ კუთხით ვიღებდი მოქალაქეებისგან. არსებობდა თვალთვალის სისტემა და პირადი ცხოვრების უფლება დაცული არ იყო".

ჰამერბერგის თქმით, პენიტენციარული სისტემა გაუმჯობესდა, მაგრამ კვლავ არსებობს ე. წ. ქურდების ინსტიტუტი, რომელიც ციხეებში ვითარების გაკონტროლებას ცდილობს.