ნულანდის ვიზიტი
09-12-2013
ნულანდის ვიზიტი
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვიქტორია ნულანდი იმყოფებოდა. ნულანდი ვიზიტის ფარგლებში შეხვდა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილსა და საქართველოს ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს. "მოხარული ვარ, რომ კვლავ ვიმყოფები საქართველოში და ვხედავ იმ შესანიშნავ პროგრესს, რომელიც განიცადა ქვეყანამ ბოლო წლებში. ეს გამოიხატა არა მხოლოდ ფიზიკური ინფრასტრუქტურის განვითარებაში, არამედ დემოკრატიის მშენებლობაში. კვლავ ვადასტურებ აშშ-ის მხარდაჭერას საქართველოს უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისათვის", - განაცხადა ნულანდმა.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით