როდის წავა პრეზიდენტი აშშ-ში - კვირის პალიტრა

როდის წავა პრეზიდენტი აშშ-ში

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, არის საუბარი, რომ გაიმართოს მისი ვიზიტი აშშ-ში, რადგან ეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. "მაგრამ ეს არ უნდა იყოს ვიზიტი ვიზიტისთვის. ძალიან ხშირია ვიზიტი იმისთვის, რომ იქიდან ფოტო”ჩამოვიტანოთ", - აღნიშნა მარგველაშვილმა. პრეზიდენტმა ნატოს 2014 წლის სამიტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამიტზე საქართველო ნატოში გაწევრების თაობაზე სერიოზულ განხილვას ელის. ამასთან, ცნობილი გახდა, რომ 2014 წლის გაზაფხულზე საქართველოს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ეწვევა.