25 დეკემბერი პატრიარქის აღსაყდრების დღეა - კვირის პალიტრა

25 დეკემბერი პატრიარქის აღსაყდრების დღეა

25 დეკემბერი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის აღსაყდრების დღეა. ილია  II-ის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს,

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ჩატარდა. ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში მიმდინარე სადღესასწაულო წირვას დაესწრნენ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ბელორუსიის მართლმადიდებელი ეკლესიის ეგზარქოსი და მინსკისა და ლუცკის მიტროპოლიტი ფილარეტი, რომელიც საქართველოს პატრიარქისთვის აღსაყდრების იუბილეს მისალოცად თანმხლებ პირებთან ერთად ჩამობრძანდა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ  მადლობა გადაუხადა მრევლს მხარდაჭერისა და სიყვარულისთვის.