თავი დააჭერინა?! - კვირის პალიტრა

თავი დააჭერინა?!

თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი  ალექსანდრე ნინუა იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით დააკავეს. ნინუას ადვოკატ მამუკა მდინარაძის განმარტებით, - მისი დაცვის ქვეშ მყოფმა დაკავების პროვოცირება თავად მოახდინა.„მივიდა პატრულთან და განზრახ გადმოაგდო ქამრიდან იარაღი... ნინუა ყოველ დილას იწყებდა იმაზე ფიქრით, დღეს შესყიდვების დეპარტამენტის რომელ თანამშრომელს დაჰკითხავდნენ ან დააპატიმრებდნენ. ერთი წლის განმავლობაში ეს მისთვის დიდი მორალური სტრესი იყო და დაკავების პროვოცირება მოახდინა იმის დასამტკიცებლად, რომ ციხის არ ეშინია. ნინუა შესყიდვების დეპარტამენტს კეზერაშვილის მინისტრობის პერიოდში ხელმძღვანელობდა, შემდეგ კი მის ბიზნესს კურირებდა. გავრცელებული ინფორმაციით, ალექსანდრე ნინუა გიგა ბოკერიას ნათესავია (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).