ბერიძის საკითხი
16-12-2013
ბერიძის საკითხი
პრემიერისა და პარტია„"ქართული ოცნების" თავმჯდომარე  ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე  ავთანდილ ბერიძის პასუხისმგებლობის საკითხს პარტიის პოლიტსაბჭო განიხილავს. ამასთან, "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახი კალაძე აცხადებს, რომ ბერიძე დაკისრებულ პასუხისმგებლობას ვერ აცნობიერებს.„ირაკლი ღარიბაშვილი ისევე, როგორც საზოგადოების დიდი ნაწილი, აღშფოთებულია აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებებით.

"კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ, როგორც ჩანს, ავთანდილ ბერიძე ვერ აცნობიერებს იმ დიდ პასუხისმგებლობას, რომელიც არჩევნების შემდეგ საქართველოს მოქალაქეებმა დააკისრეს კოალიცია ""ქართულ ოცნებას"" და იმ
ხელმძღვანელ პირებს, რომელთა პირდაპირი მოვალეობაა ხალხზე და არა საკუთარ კომფორტზე ზრუნვა... ის თვითონ უნდა ხვდებოდეს ამას და თავს იკავებდეს ბიუჯეტის ხარჯზე ძვირად ღირებული ქონების შეძენისგან, რომელიც არანაირ აუცილებლობას არ წარმოადგენს", - აცხადებს კალაძე. ბერიძე სამსახურებრივ მანქანად 2012 წლის გამოშვება "ტოიოტა პრადოს" ნაცვლად, 2014 წლის იმავე
მოდელის მანქანის ყიდვას გეგმავდა, რაც ბიუჯეტს 83 ათასი ლარი დაუჯდებოდა. ზემოხსენებული განცხადების შემდეგ ტენდერი გაუქმდა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით