"ქვეყნის უახლეს ისტორიაში ყველაზე რთული წელი" - კვირის პალიტრა

"ქვეყნის უახლეს ისტორიაში ყველაზე რთული წელი"

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2009 წელს ქვეყნის უახლეს ისტორიაში ყველაზე რთულ წელს უწოდებს:

"ჩვენ გადავიტანეთ ომი და ომის შემდგომი ოკუპაცია, უმძიმესი მსოფლიო ფინანსური კრიზისი და მრავალთვიანი შიდაპოლიტიკური დესტაბილიზაცია. მხოლოდ ერთი რომელიმე ეს ფაქტორი საკმარისი იქნებოდა ნებისმიერი სახელმწიფოსთვის, რომ არსებობა დაემთავრებინა. ჩვენ გავუძელით ერთსაც, მეორესაც და მესამესაც", - განაცხადა სააკაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, ქვეყნის შენარჩუნება არა საქართველოს მთავრობამ, არამედ მრავალეთნიკურმა საზოგადოებამ შეძლო. პრეზიდენტმა ზურაბ ნოღაიდელის მოსკოვში ვიზიტზეც ისაუბრა: "ზურაბ ნოღაიდელი პირველი არ არის, ვისი მეშვეობითაც რუსეთი საქართველოში სიტუაციის მართვას ცდილობს... რუსებმა ჩვენს გასანადგურებლად ყველაფერი სცადეს: ომი, ოკუპაცია, შპიონაჟი და ა.შ. რუსეთის ხელისუფლება ვერ ხვდება, რომ თავისუფლება სააკაშვილის არჩევანი კი არა, ქართველი ხალხის ბუნებრივი მდგომარეობაა. ვიყოთ თავისუფალი, დემოკრატიული, ცივილიზებული ქვეყანა, ამაზე უარს ვერავინ გვათქმევინებს. ჩვენ მრავალსაუკუნოვანი გამოცდილების გონიერი ერი ვართ, რომლის შეცვლა ასე იოლი არ არის".