კოდექსი პირველი მოსმენით მიიღეს
16-12-2013
პარლამენტმა 82 ხმით არც ერთის წინააღმდეგ "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" პროექტი პირველი მოსმენით მიიღო. პროექტის თანახმად,  არსებულ 5 თვითმმართველ ქალაქს დაემატება დღევანდელი სამხარეო ცენტრების კიდევ 7 ქალაქი და სულ 12 თვითმმართველი ქალაქი იქნება, სადაც მერები პირდაპირი წესით აირჩევიან. ამასთან,  რეგიონული კოლეგიური ორგანოების ნაცვლად, როგორც ამას პროექტის თავდაპირველი ვარიანტი ითვალისწინებდა,  საკონსულტაციო ფუნქციების მქონე  საბჭოები შეიქმნება, რომლის შემადგენლობაში პოლიტიკური წარმომადგენლობის ნაცვლად არჩეული მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები შევლენ. საკონსულტაციო საბჭოების წევრები მონაწილეობას
მიიღებენ კონსულტაციებში, მუნიციპალიტეტთაშორისი საკითხებისა და პროექტების განხილვაში. მათ არ ექნებათ ის უფლებამოსილებები, რაც ადრე კანონპროექტში იყო წარმოდგენილი, მათ შორის გუბერნატორის გადაყენების უფლებამოსილება. მათ წმინდა საკონსულტაციო ფუნქცია დაეკისრება.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით