ევროპარლამენტი იმედოვნებს - კვირის პალიტრა

ევროპარლამენტი იმედოვნებს

ევროპარლამენტი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოსა და მოლდავეთთან ასოცირების ხელშეკრულებას,რაც შეიძლება, მალე მოეწერება ხელი. ამის შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციაშია ნათქვამი:  "ევროპარლამენტი გმობს რუსეთის ზეწოლას უკრაინაზე, სომხეთსა და აღმოსავლეთის პარტნიორობის სხვა ქვეყნებზე, რათა შეაჩეროს მათი ევროკავშირთან შეთანხმებების ხელმოწერა". ევროკავშირი მოუწოდებს ევროკომისიას, საპასუხო ზომები მიიღოს, თუ რუსეთი დაარღვევს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესებს და ევროკავშირისა და მისი პარტნიორების წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებულ სავაჭრო სანქციებს გაატარებს.