ობამას წერილი ივანიშვილს
16-12-2013
აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ საქართველოს ყოფილ პრემიერ ბიძინა ივანიშვილს წერილი მისწერა: "ჩემთვის სასიხარულო იყო თქვენს ხელისუფლებასთან თანამშრომლობა თქვენი პრემიერმინისტრობის პერიოდში. ტოვებთ რა ამ თანამდებობას, მსურს, გამოვხატო ჩემი პატივისცემა იმ როლისადმი, რომელიც თქვენ შეასრულეთ საქართველოს დემოკრატიის მდგრად განვითარებასა და აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაღრმავებაში.  თქვენმა მიღწევებმა პრემიერ-მინისტრის რანგში, ასევე წარმატებულმა არჩევნებმა და ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემამ გააძლიერა საქართველო. მსურს, მადლობა მოგახსენოთ ავღანეთში ჩვენი ერთობლივი ძალისხმევისათვის საქართველოს მიერ გაწეული დახმარების გამო.
ჩვენ ვაფასებთ საქართველოს შეიარაღებული ძალების მნიშვნელოვან წვლილსა და გაღებულ მსხვერპლს. იმედის თვალით შევყურებ პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთან თანამშრომლობას. ჩვენ კვლავაც დავუჭერთ მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და თქვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. გისურვებთ ბედნიერებას და წარმატებებს თქვენს ყველა წამოწყებაში".



მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით