"აჭარა გამთლიანების მაგალითია"
16-12-2013
"აჭარა გამთლიანების მაგალითია"
ბათუმის ღვთისმშობლის შობის  საკათედრო ტაძარში 1900-მდე ადამიანი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ნათლული გახდა. უწმინდესმა ნათლულები დალოცა: "პატრიარქის ნათლულები უნდა იყვნენ სამაგალითონი თავიანთი რწმენით, სიყვარულით, სიკეთით. ყოველი ქართველი ადამიანი არის ღვთისადმი შეწირული ზვარაკი. ვისაც სურს ნახოს ძლიერი სიყვარული უფლისადმი, უნდა ჩამოვიდეს აჭარაში. დალოცვილი იყავით, აჭარა მაგალითია მთელი საქართველოსთვის. შევთხოვ უფალს, გაამთლიანოს სრულიად საქართველო".


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით