"სააკაშვილი გიგი უგულავას ამზადებს" - კვირის პალიტრა

"სააკაშვილი გიგი უგულავას ამზადებს"

მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერ ზურაბ ნოღაიდელის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის ფორმალურ მმართველად, ვანო

მერაბიშვილთან ერთად, გიგი უგულავას ამზადებს.

"მე ამას არ დავუშვებ. ადგილობრივ არჩევნებში ჩვენი გამარჯვების შემდეგ დღევანდელი ხელისუფლების დემონტაჟი დაიწყება და შეწყდება ამ ბანდიტების თარეში. უკვე დროა, ქვეყნიდან გარბოდნენ", - განაცხადა  ნოღაიდელმა.

ნოღაიდელმა რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინთან გამართულ შეხვედრაზეც განაცხადა, რომ "ცალკეული პოლიტიკოსებისა და ვითომ ექსპერტების" აზრი შეხვედრაზე არ აინტერესებს.

"მე მაინტერესებს ხალხის, საზოგადოების განწყობა. ხალხი კი რუსეთთან ურთიერთობის აღდგენის მომხრეა. ჩემთვის მთავარი ინდიკატორი ავლაბრის რეზიდენციაში ატეხილი პანიკაა. ყველა კარგად ხედავს, როგორ ნერვიულობენ მიხეილ სააკაშვილი და "ნაციონალური" მოძრაობა" პუტინთან ჩემი შეხვედრის შემდეგ", - ამბობს ზურაბ ნოღაიდელი.