საოკუპაციო ჯარის ნაწილიდან ჯარისკაცი გაიქცა - კვირის პალიტრა

საოკუპაციო ჯარის ნაწილიდან ჯარისკაცი გაიქცა

ცხინვალში განლაგებული რუსეთის სამხედრო ნაწილიდან გამოქცეულმა რუსმა სამხედრომ, 25 წლის ვიტალი ხრიპუნმა, საქართველოს ხელისუფლებას

ლტოლვილის სტატუსი სთხოვა. ვიტალი ხრიპუნმა სამხედრო ნაწილიდან წამოსვლის მიზეზად პოლიტიკური შეხედულებები დაასახელა. ხრიპუნი ცხინვალის სამხედრო ნაწილში მიმდინარე წლის 6 დეკემბრიდან მსახურობდა.  ლტოლვილის სტატუსის მინიჭების პროცედურას 4 თვე დასჭირდება.

ამ ფაქტამდე ცხინვალის რეგიონში რუსეთის სამხედრო შენაერთების რიგები ალექსანდრ გლუხოვმა და ნიკოლაი არტენიევმა დატოვეს.