თბილისელი პენსიონერების პენსია 10 ლარით გაიზრდება - კვირის პალიტრა

თბილისელი პენსიონერების პენსია 10 ლარით გაიზრდება

"მომავალი წლის გაზაფხულიდან თბილისელი პენსიონერების პენსია 10 ლარით გაიზრდება", - განაცხადა თბილისის მერმა გიგი უგულავამ, რომლის

თქმით, მერიამ გადაწყვიტა, პენსია სხვა კატეგორიის პირებსაც გაეზარდოს. იანვრიდან 10 ლარით მომატებულ პენსიას ასაკით პენსიონერები მიიღებენ, ხოლო მიმდინარე წლის მარტიდან კი ყველა სხვა კატეგორიის პენსიონერები.

გიგი უგულავას განცხადებით, პენსიონერები მედიკამენტებისთვის 25-ლარიან ვაუჩერსა და პერსონალურ სატრანსპორტო ბარათებს მიიღებენ, რომელთა საშუალებითაც ისინი ნახევარ ფასად იმგზავრებენ.