"გრინსერვისის" საქმე - კვირის პალიტრა

"გრინსერვისის" საქმე

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ძველი თბილისის რაიონის ყოფილი გამგებელი ლაშა ფურცხვანიძე და მისი ყოფილი მოადგილე კობა ხარშილაძე დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ფურცხვანიძემ და ხარშილაძემ 2007 წლის 1-ელ მაისს ნაცნობების მეშვეობით დააფუძნეს შპს "გრინსერვისი", რომლის ფაქტობრივი მფლობელები თავად იყვნენ. შესაბამისად, შპს "გრინსერვისი" იმარჯვებდა გამწვანებით სამუშაოებზე ძველი თბილისის გამგეობის მიერ გამოცხადებულ შესყიდვებში. თუ ბრალდება დაუმტკიცდათ, ფურცხვანიძესა და ხარშილაძეს 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.