პატრიარქმა გვარების დალოცვის წესი შეაჩერა - კვირის პალიტრა

პატრიარქმა გვარების დალოცვის წესი შეაჩერა

უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ქადაგებისას ბრძანა, რომ გვარების დალოცვის წესი ცოტა ხნით შეჩერდება. მიზეზი პატრიარქს არ დაუკონკრეტებია. უწმინდესის თქმით, დღეს ისეთი დროა, როდესაც ადამიანმა ბევრი იცის, მაგრამ სიღრმე და ანალიზი აკლია. "ანალიტიკური აზროვნება დაქვეითებულია. ადამიანმა უნდა გააანალიზოს წარსული, აწმყო და მომავალი. ხშირად წარსულს ვაიდეალებთ. არიან ადამიანები, რომლებიც პირიქით, წარსულში ყველაფერ ნეგატიურს ხედავენ. უნდა გვახსოვდეს, რომ ყველა პერიოდში არის როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები. ჩვენ უნდა დავაკვირდეთ, თუ ესა თუ ის მოვლენა დადებითია, უნდა მივიღოთ, თუ უარყოფითია - არა". - ბრძანა უწმინდესმა.