ვილნიუსის სამიტი
23-12-2013
ვილნიუსის სამიტის ფარგლებში საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირება მოხდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ქეთრინ ეშტონმა, ხოლო  თავისუფალი სავაჭრო სივრცის შექმნის ნაწილში - ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ევროკომისარმა ვაჭრობის საკითხებში კარლ დე გუხტმა. მაია ფანჯიკიძემ და ქეთრინ ეშტონმა ხელი მოაწერეს ასევე ჩარჩო-ხელშეკრულებას ევროკავშირის კრიზისის მართვის ოპერაციებში საქართველოს ჩართვის შესახებ. ხელშეკრულების პარაფირება ქართულ დელეგაციას მიულოცა ევროსაბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან
რომპეიმ, ევროკომისიის ხელმძღვანელმა ჟოზე მანუელ ბაროზომ კი განაცხადა, რომ ევროკავშირი დააკვირდება საქართველოში ცხოვრების დონის ამაღლებას. მანვე იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის 2014 წელს ვიზების ლიბერალიზებაზე ხელშეკრულება გაფორმდება.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით