მეოთხე პრეზიდენტი
23-12-2013
მეოთხე პრეზიდენტი
27 სექტემბერს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. არჩევნებში კოალიცია "ქართული ოცნების" კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა გაიმარჯვა, მან ამომრჩეველთა ხმების 62,12% მიიღო. მეორე ადგილზე "ნაციონალი" დავით ბაქრაძე გავიდა ხმების 21,72%-ით. "საქართველოს აქვს ისტორიული მისია, იქცეს ევროპასა და აზიას შორის თანამშრომლობის, დიალოგისა და თანხმობის ადგილად.

მიუხედავად დღეისათვის არსებული რთული ვითარებისა, ჩვენ კვლავ ვაცხადებთ მზადყოფნას რუსეთთან დიალოგის გაღრმავებისთვის, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პარალელურად, საქართველოს ეროვნული ინტერესების - საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის
პრინციპების სრული პატივისცემის გათვალისწინებით და ურთიერთნდობის საფუძველზე დღეს არსებული პრობლემების გადაჭრისთვის... ჩვენ გვაქვს უმთავრესი კაპიტალი, რომელსაც ახალი საქართველოს შენება დაეფუძნება - ჩვენი ხალხის ნიჭიერება და სამშობლოს სიყვარული", - განაცხადა მარგველაშვილმა საინაუგურაციო სიტყვაში.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით