რასმუსენის ვიზიტი - კვირის პალიტრა

რასმუსენის ვიზიტი

27 ივნისს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი. "საქართველომ რეფორმები უკვე ბევრ სფეროში გაატარა. ახლა პრიორიტეტია ამ რეფორმების გაგრძელება და იმის დემონსტრირება, რომ ამ დემოკრატიას ფესვები ღრმად აქვს გადგმული. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია კი ის მიზანია, რომელსაც ჩვენ ყველანი ვიზიარებთ. 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება ისე მყარია, როგორც არასდროს. როგორც კი საქართველო ყველა საჭირო მოთხოვნას შეასრულებს, ის ნატოს წევრი გახდება", - განაცხადა რასმუსენმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე.