ჯიჰადის ვიდეოფირის საქმე - კვირის პალიტრა

ჯიჰადის ვიდეოფირის საქმე

2013 წლის 4 ივნისს "თალიბანის" სახელით გავრცელდა ვიდეოფირი, რომელშიც ქართველ ჯარისკაცებსა და პრეზიდენტს ჯიჰადით ემუქრებოდნენ. საზოგადოების შეშფოთება იმან გააძლიერა, რომ ვიდეოფირის გავრცელება დაემთხვა ავღანეთში ქართულ ბაზაზე თავდასხმას, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. შსს-მ გამოძიება სექტემბერში დაასრულა. სამართალდამცველების ცნობით, ვიდეოფირი ატვირთა ყირგიზეთის მოქალაქე სამარ ჩოკუტაევმა, რომელიც სოხუმში ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანია "აკვაფონში" მუშაობდა. ჩოკუტაევს დაუსწრებლად შეეფარდა პატიმრობა და ის წითელი ცირკულარით იძებნება.