ინდოელები ფულს ითხოვენ - კვირის პალიტრა

ინდოელები ფულს ითხოვენ

წმინდა ქეთევან წამებულის სახელობის ეკლესიის წინამძღვარ  მამა გიორგი რაზმაძის ინფორმაციით, ინდური მხარე ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილის გადმოცემაში გამოსასყიდის სახით მილიონ დოლარს ითხოვს. მისი თქმით, კვლევებით დადასტურდა, რომ ინდოეთის ქალაქ გოაში მდებარე დაგრასას მონასტერში აღმოჩენილი ხელის მტევანი ნამდვილად ქეთევან დედოფალს ეკუთვნის. წინამძღვარი ხელისუფლებას მოუწოდებს, აქტიურად ჩაერთოს და დაეხმაროს ეკლესიას ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილის ინდოეთიდან საქართველოში დაბრუნებაში.