ხარშილაძე დააკავეს
30-12-2013
ხარშილაძე დააკავეს
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ზურაბ ჟვანიას დაცვის ყოფილი უფროსი და ძველი თბილისის გამგებლის მოადგილე  კობა ხარშილაძე დააკავეს. პროკურატურის ცნობით, არსებობდა ხარშილაძის მიმალვის საფრთხე. კობა ხარშილაძე ბრალდებულია ძველი თბილისის ყოფილ გამგებელ ლაშა ფურცხვანიძესთან ერთად უკანონო სამეწარმეო საქმიანობასა და თანხების გაფლანგვაში. 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით საქალაქო სასამართლომ ფურცხვანიძესა და კობა ხარშილაძეს  400-400-ათასლარიანი გირაო შეუფარდა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით