უგულავას ხარჯები
თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე მიხეილ ქავთარაძის ინფორმაციით, კომისიამ მერიის ადმინისტრაციის საქმიანობის შესწავლისას სერიოზული დარღვევები გამოავლინა. კერძოდ, 2013 წლის მარტში გიგი უგულავას სატელეფონო ხარჯმა 38 ათასი ლარი შეადგინა; უგულავამ 2013 წლის 14 მაისის განკარგულებით, თავის თავს დაუნიშნა ყოველთვიურად დანამატი 4.320 ლარი, 2012 წლის იანვრიდან 2013 წლის ივლისამდე შრომის ანაზღაურებაზე მერიის მიერ დახარჯულია 14.552.873 ლარი, აქედან ხელფასებზე - 4.284.610 ლარი, თანამდებობრივ სარგოზე -–1.507.132 ლარი, ხოლო პრემიებზე - 8.761.131 ლარი.
მისი ცნობით, მერიამ ამხანაგობების თავმჯდომარეებისთვის გამართულ ფურშეტებსა და ღონისძიებებზე 480.000 ლარი დახარჯა. ქავთარაძის ინფორმაციით, აუქციონის წესით გასხვისებული ქონებიდან მიღებული თანხა "ნაცმოძრაობას" ხმარდებოდა.