კაკაბაძემ ჟვანიას საქმეზე ჩვენება მისცა
30-12-2013
კაკაბაძემ ჟვანიას საქმეზე ჩვენება მისცა
უფლებადამცველმა ირაკლი კაკაბაძემ პროკურატურას ჟვანიას საქმეზე ჩვენება მისცა. კაკაბაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გამოძიებას ინფორმაცია მიაწოდა ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი ჯგუფის შესახებ, რომელიც იარაღით უკანონოდ ვაჭრობდა და ამ "მაფიის ნათლია" იყო თემურ ალასანია - მიხეილ სააკაშვილის ბიძა. ჟვანია ამ მაფიას შეეწინააღმდეგა.

"არსებობდა და არსებობს მაფია, რომლის ნათლია გახლდათ თემურ ალასანია, ერიკ გუდისი, დავით კეზერაშვილიც მოიაზრებოდა ამ მაფიაში, რომელიც იარაღის უკანონო გაყიდვით ძალიან დიდ ფულს აკეთებდა. მაფიის წინააღმდეგ გამოვიდა ჩემი მეგობარი ზურაბ ჟვანია 2004
წლის დეკემბერში. 2005 წლის თებერვალში ჩემთან იყო ზარი ამ მაფიის ერთ-ერთი წევრისაგან, კერძოდ, ერიკ გუდისისგან, რომელიც სხვათა შორის, გახლავთ "გრუ-ს ოჯახის" ცნობილი წევრი, პუტინთან დაახლოებული პირი. მისი მუქარა პირდაპირ ასე ჟღერდა: მთავრობის ორი წევრი - კახა ბენდუქიძე და ზურაბ ჟვანია ერთი თვის შემდეგ აღარ იქნებოდნენ
თანამდებობაზე"", - აღნიშნა ირაკლი კაკაბაძემ (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით