ჟვანიას საქმეში სიახლეებია - კვირის პალიტრა

ჟვანიას საქმეში სიახლეებია

პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ზურაბ ჟვანიას საქმეში მნიშვნელოვანი სიახლეებია. მისი თქმით, "ნაციონალურმა მოძრაობამ" ერთგვარი თვითლუსტრაცია მოახდინა, "იმდენად არაადეკვატურები იყვნენ" ჟვანიას დაცვის ყოფილი უფროსის,  კობა ხარშილაძის დაკავებასთან დაკავშირებით.

"მე ვთქვი, რომ ეს ადამიანი დაკავებულია სხვა საქმეზე და გაუგებარი იყო მათი რეაქცია. რატომ ჩავარდნენ პანიკაში, ეს არის გასარკვევი", - განაცხადა ღარიბაშვილმა.  პრემიერის ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობა" კონკრეტულ მოსამართლეებზე მთელი წლის განმავლობაში ზეწოლას ახდენდა. "ჩემთან დაკავშირებით ამბობენ რაღაც სისულელეებს, თითქოს ნეპოტიზმით ვარ დაკავებული და ახსენებენ გენინსპექციის უფროს ზვიად ჯანყარაშვილს. ამ დროს ავიწყდებათ, რომ პალიკო კუბლაშვილი არის კოტე კუბლაშვილის ძმა... როგორ შეიძლება სასამართლო იყოს აბსოლუტურად თავისუფალი, როცა სასამართლოს თავმჯდომარეა მთავარი ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ძმა. ეს ავიწყდებათ და ამ დროს ახსენდებათ ჩემი ცოლის ნათესავი", - აღნიშნა ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, სასაცილოა, როდესაც ამბობენ, ხელისუფლებამ იმიტომ ჩამოიცილა გიგი უგულავა, თითქოს შეეშინდა,  ხელმეორედ არ აირჩიონ მერის პოსტზეო (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).