"უფალს გამოვყავდი განსაცდელიდან მეც და საქართველოც" - კვირის პალიტრა

"უფალს გამოვყავდი განსაცდელიდან მეც და საქართველოც"

25 დეკემბერს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის აღსაყდრებიდან 36 წელი შესრულდა. სამების ტაძარში გამართული საზეიმო წირვის შემდეგ უწმინდესმა ბრძანა, რომ უფლის შეწევნას ყოველთვის გრძნობდა: "მადლობა თქვენ სიყვარულისათვის. მადლობას შევწირავ უფალს. ამ 36 წლის მანძილზე ვგრძნობდი ერთ რამეს, რომ უფალი არასდროს მტოვებდა, არასდროს ტოვებდა საქართველოს. უფალი, როგორც პატარა ბავშვი, ისე მკიდებდა ხელს და გამოვყავდი განსაცდელიდან მეც და საქართველოც. დიდება და მადლობა უფალს. ჩვენ ძალიან ხშირად ვამბობთ, რომ ეს გაკეთდა, აშენდა ტაძრები. მე მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ უფალი აკეთებს ყველაფერს. ყოვლადწმინდა სამების ტაძარი აშენდა მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად უჭირდა საქართველოს. ნურაფრის ნუ შეგეშინდებათ. ეს პატარა განსაცდელებიც გაივლის. საქართველო დადგება მშვიდობის გზაზე და ბედნიერები ვიქნებით ყველანი" (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).