100-ლარიანი ჯარიმა განახევრდა
06-01-2014
100-ლარიანი ჯარიმა განახევრდა
1-ლი იანვრიდან ძალაში შევიდა პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი, რომელიც სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმის ოდენობის 100-დან 50 ლარამდე შემცირებას, ხოლო საურავის ოდენობის 500-დან 150 ლარამდე დაწევას ითვალისწინებს. 1-ლი იანვრიდან ასევე განახევრდა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო დაკისრებული ჯარიმისა და მასზე დარიცხული საურავის გადაუხდელობისთვის მართვის უფლების ჩამორთმევის ვადები. კერძოდ, ერთი წლის ვადით მართვის უფლების ჩამორთმევა იცვლება ექვსი თვით, ხოლო 2 წლის ვადით მართვის უფლების ჩამორთმევა - ერთი წლის ვადით. გარდა ამისა, "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსის" აქამდე მოქმედი ნორმის მიხედვით, ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის გამო, ერთი წლის ვადით ჩამორთმეული მართვის უფლების აღდგენისთვის პირს 1.000-ლარიანი ჯარიმა უნდა გადაეხადა, ხოლო 2 წლის ვადით ჩამორთმევის შემთხვევაში - 1.500 ლარი. კანონის ეს ნაწილიც შეიცვალა - 6 თვის ვადით ჩამორთმეული მართვის უფლების აღდგენის დადგენილება შეიცვალა
500 ლარის ოდენობის ჯარიმით, ხოლო მართვის უფლების ერთი წლის ვადით ჩამორთმევის შემთხვევაში, 1.000 ლარის ოდენობის ჯარიმით.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით