თბილისის ბიუჯეტი ჩავარდა
06-01-2014
თბილისის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით დედაქალაქის მთავრობის მიერ წარმოდგენილი თბილისის 2014 წლის ბიუჯეტის პროექტი ჩააგდო. კენჭისყრას წინ ხანგრძლივი დებატები უძღოდა. უმრავლესობის კრიტიკის საგანი იყო როგორც თანხების განაწილების პრინციპი, ასევე თბილისის მთავრობის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტები.
შენიშვნები გამოითქვა ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებულ პროგრამებზე, რომელიც შეეხება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას, კომუნალური ვაუჩერის პროგრამას, უფასო და შეღავათიანი ტრანსპორტით მომსახურებას, რაიონების მიხედვით განსაზღვრულ სოციალურ დახმარებებსა და წყალმომარაგების მოწესრიგებისათვის დასახულ ღონისძიებებს (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით